აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 17. მინისტრის სამართლებრივი აქტები

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

2.მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

3.მინისტრის ბრძანება უფლებააღმჭურველი ან ამკრძალავი აქტია. მასში უნდა იყოს მითითებული ის საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცემა ბრძანება.

4.მინისტრის და სხვა სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას მისი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის შესახებ. ნორმატიული აქტი მინისტრის ხელმოწერიდან ათი დღის ვადაში გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში შესატანად.

5.მინისტრის ბრძანებას უნდა ჰქონდეს სათაური, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი და ადგილი, ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული), თანამდებობის პირის ხელმოწერა, სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო თუ აქტი სახელმწიფო რეესტრში შეტანას მოითხოვს – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

6.მინისტრის სამართლებრივი აქტი, თუ ის ნორმატიულია, ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე სამართლებრივი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ პირთ.

7.მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
216203813121527313313237617
მითითებამნიშვნელობით ახლოსაღმასრულებელი ხელისუფლ…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…