აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 31¹. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის სტატუსი და საქმიანობის უზრუნველყოფა

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის შემადგენლობაშია განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებას, თუ ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციას.

2.განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

3.განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.

4.განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის კომპეტენცია და საქმიანობის წესი, აგრეთვე მისი აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”. II. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.სიტყვები „ეკონომიკის სამინისტრო“ და „მრეწველობის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

2.სიტყვები „ტრანსპორტის სამინისტრო“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

3.სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა სამინისტრო“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

4.სიტყვები „ეკონომიკის მინისტრი“ და „მრეწველობის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი“.

5.სიტყვები „ტრანსპორტის მინისტრი“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი“.

6.სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა მინისტრი“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41 კარი V საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 12 მაი. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 სექ. 1997 – 12 მაი. 2000 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24¹2353¹3545525222428931¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…თავდაცვის კოდექსისაქართველოს განათლების…შეზღუდული შესაძლებლობი…აფხაზეთის ავტონომიური …