აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 13. სამინისტრო

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.

2.საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლების; ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის; გ) ეკონომიკის,მრეწველობისა და ვაჭრობის; დ) (ამოღებულია); ე) თავდაცვის; ვ) იუსტიციის; ზ) (ამოღებულია); თ) კულტურის; ი) ლტოლვილთა და განსახლების; კ) (ამოღებულია); ლ) საგარეო საქმეთა; მ) სათბობ-ენერგეტიკის; ნ) სახელმწიფო უშიშროების; ო) (ამოღებულია); პ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის; ჟ) (ამოღებულია); ჟ 1 ) (ამოღებულია); რ) ტრანსპორტისა და კომუნიკაციების; ს) ურბანიზაციისა და მშენებლობის; ტ) ფინანსთა; უ) შინაგან საქმეთა; ფ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI,47(54),09.12.1999წ.,მუხ.240 საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI,28,24.07.2000წ.,მუხ.88 საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399-სსმI,10,13.05.2002წ.,მუხ.44 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2031-სსმI,8,14.04.2003წ.,მუხ.40

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-967-022002-11-2015
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორი სამართალწარმოების წესით უნდა განიხილებოდეს საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ წარმოშობილი ფულადი მოთხოვნა მოცემული სა

    დავა შეეხებოდა ლიკვიდირებული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებისთვის მიუღებელი ხელფასების, პრემიების, გამოსასვლელი დახმარებისა და კომპენსაციის დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯაროსამართლებრივი შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სასამართლოს განმარტებით, საქმის სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განხილვამ სასამართლოს უკანონო შემადგენლობა გამოიწვია. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №3კ-1181-022002-11-1523
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოცემული დავა?

    ნ. ლ-ი ითხოვდა საჯარო სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, გაუცემელ ხელფასსა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვა სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობად შეფასდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ადმინისტრაციულ სააპელაციო პალატას დაუბრუნდა.

  • №12182002-10-0719
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი სამართალწარმოების წესით უნდა განიხილებოდეს ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯაროსამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოცემული დავა?

    დ. ლ. ითხოვდა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაუქმებასა და სამუშაოზე აღდგენას. დავა შეეხებოდა საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და მისი განხილვის საპროცესო წესს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო და სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მისი განხილვა სასამართლოს უკანონო შემადგენლობას წარმოშობდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ადმინისტრაციულ სააპელაციო პალატას დაუბრუნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 14 მაი. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1415203427 (დ…5418161925913
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს რესპუბლიკი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…თავდაცვის კოდექსი