აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 14. სამინისტროს სტატუსი და სტრუქტურა

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ასრულებს კანონიდან გამომდინარე ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

2.სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად სამინისტროს შესახებ დებულების შესაბამისად.

3.მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-770-985-082009-01-1227სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობები მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციული დავის განსაზღვრისათვის საჭიროდ?

    დავა შეეხებოდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასა და სარჩოს გადახდას. მოპასუხე სამინისტრო, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნის ხანდაზმულობასა და თავის პასუხისმგებლობას სადავოდ ხდიდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. მან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დაუბრუნა.

  • №90-კოლ2005-10-1939სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

    საკასაციო პალატამ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების კვალიფიკაცია სახელმწიფო იარაღის კერძო საწარმოსთვის გადაცემისა და მისი განადგურების შესახებ განკარგულების გამო. პალატამ მსჯავრდება ძალაში დატოვა და არ გაიზიარა დაცვის არგუმენტი, რომ გადაცემის ეპიზოდები ერთიან განგრძობად დანაშაულს წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით საბოლოო სასჯელი რვიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით შემცირდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1824¹2035412222120198914
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო სამართლის იურიდ…