აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 16. მინისტრის, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის კომპეტენცია

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი: ა) მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; გ) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, თუ მათზე გადაწყვეტილების მიღება კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის აქტით არ ევალებათ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს ან თანამდებობის პირებს; დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე ამ კანონით დადგენილი წესით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს და მათ მოადგილეებს საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით, გარდა საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებისა და საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ვ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს; ზ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე; თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; კ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს ეკუთვნება; ლ) ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ; მ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

2.თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

3.სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.

4.მინისტრი პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,24,30.06.2000წ.,მუხ.66

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ/914-012002-02-1110
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეუძლია საკასაციო სასამართლოს არასაკმარისად დასაბუთებული სააპელაციო განჩინების გაუქმების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება?

    დავა შეეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანებების ბათილად ცნობასა და მოსარჩელის საელჩოში თანამდებობაზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობა რეალურად შემცირდა, მოსარჩელე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს და სხვა სამუშაო შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. სასამართლოს განმარტებით, მოქმედი ნორმები ითვალისწინებდა წინანდელ სამუშაოზე, დათხოვნამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, ხოლო ეს თანამდებობა გაუქმებული იყო. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო განჩინება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 30 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20824¹33¹54136223120916
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…