„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 11^1. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბ-რძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვროს პირობები, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად.
3. 2025 წლის 1 მაისამდე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთია 100 ლარი. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი№286-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.111 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2002-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.266 საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
