Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 213

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 213. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც საქონლის შერევის (კომპაუდირების) და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება.

2.ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება.

3.ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული: ა) სანებართვო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება ამ კოდექსის დებულებები; ბ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს ამ კოდექსის დებულებების შესრულება.

4.ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო პროცედურებზე.

5.ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

6.2028 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.

7.ოქროს სიაში შეყვანით პირს 2028 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.

8.საბაჟო ორგანოს მიერ დაინტერესებულ პირზე ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის გაცემად მიიჩნევა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციისთვის შეფასების ნომრის მინიჭება.

9.2028 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

10.2028 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება.

11.2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის კანონი №7203  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1164 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2440 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1062 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1233 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022

    213-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-9 და მე-10 ნაწილებში ვადა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. გარდა ამისა, მე-7 ნაწილში „გამარტივებული პროცედურები“ შეიცვალა „გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით“.

  4. 28 დეკ. 2021

    213-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-9 და მე-10 ნაწილებში 2022 წლის 1 იანვრის ვადა შეიცვალა 2023 წლის 1 იანვრით.

  5. 5 ოქტ. 2020

    213-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-9 და მე-10 ნაწილებში გარდამავალი ვადები გაგრძელებულია 2022 წლის 1 იანვრამდე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 212შემდეგი მუხლი 214

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობის დაღვრის სარჩელისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 5 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • 8 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 111მუხლი 155მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 148გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება
  • 147საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება
  • 116საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 309გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

  • 4

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 21გარდამავალი დებულებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155¹ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 12გარდამავალი დებულება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 17გარდამავალი დებულება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 2ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 13გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212155¹4173098131111556614814711621213
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ტერიტორიაზ…საბაჟო კონტროლის გვერდ…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026