Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონვენცია ბავშვის უფლებების შესახებმუხლი 40

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 40

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი იმ ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედება მისი დარღვევა ან ბრალეულადაა მიჩნეული მის დარღვევაში, ისეთ მოპყრობაზე, რომელიც ხელს უწყობს ბავშვში ღირსების და პიროვნული მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებს ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას და რომლის დროსაც გათვალისწინებულია ბავშვის ასაკი და სასურველია ხელი შეუწყონ მის რეინტეგრაციას და მის მიერ საზოგადოებაში სასარგებლო როლის შესრულებას.

2.ამ მიზნებით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ: ა) არც ერთი ბავშვი არ ჩაითვალოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, არ ედებოდეს ბრალი და არ აღიარონ ბრალეულად მის დარღვევაში მოქმედების ან უმოქმედობის მიზეზით, რომლებიც არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით მისი ჩადენის დროს; ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალად ედება მისი დარღვევა, ჰქონდეს, სულ ცოტა, შემდეგი გარანტიები: i) უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი ბრალი კანონის თანახმად არ დამტკიცდება; ii) დაუყოვნებლივ და უშუალოდ იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით და მიიღოს სამართლებრივი ან სხვა საჭირო დახმარება თავისი დაცვის მომზადებისას და განხორციელებისას; iii) განსახილველ საკითხზე დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ ან სასამართლო ორგანომ კანონის შესაბამისად სასამართლო მოსმენის დროს ადვოკატის ან სხვა შესაბამისი პირის თანდასწრებით და, თუ ეს არ მიიჩნევა ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მისი ასაკისა და მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით; iv) არ განიცადოს იძულება, რომ მისცეს მოწმის ჩვენება ან აღიაროს ბრალეულობა; შეისწავლოს ბრალდების მოწმეთა ჩვენებები ან დამოუკიდებლად, ან სხვა პირების დახმარებით და უზრუნველყოფილი იქნეს დაცვის მოწმეთა თანასწორი მონაწილეობა და მათი ჩვენებების შესწავლა; v) თუ მიჩნეულია, რომ ბავშვმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ზემმდგომმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ კანონის თანახმად ხელახლა განიხილოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ზომები; vi) თარჯიმნის უფასო დახმარება, თუ ბავშვს არ ესმის გამოყენებული ენა ან არ ლაპარაკობს ამ ენაზე; vii) მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა გარჩევის ყველა სტადიაში.

3.მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან, ხელი შეუწყონ ისეთ ბავშვებთან უშუალოდ დაკავშირებული კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და დაწესებულებების დადგენას, რომლებმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან ბრალეულად არიან მიჩნეული მის დარღვევაში, და კერძოდ: ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის ქვემოთაც მიჩნეულია, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევა; ბ) თუ აუცილებელია და სასურველი, ასეთი ბავშვებისადმი მიიღონ ზომები სასამართლო გარჩევის გამოუყენებლად ადამიანის უფლებების და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვის პირობით.

4.საჭიროა ისეთი სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა მოვლა, ზრუნვისა და ზედამხედველობის შესახებ დებულება, საკონსულტაციო მომსახურება, გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, აღზრდა, სწავლებისა და პროფესიუილი მომზადების პროგრამები და მოვლის სხვა ფორმები, რომლებიც დაწესებულებებში მოვლის მაგივრობას გასწევს, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვისადმი ისეთი მოპყრობა, რომელიც შეესაბამება მის კეთილდღეობას, აგრეთვე მის მდგომარეობას და დანაშაულის ხარისხს.

წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2000-05-25

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 2—
  • 37—
  • 8—

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 74ბავშვზე მორგებული პროცესი
  • 7ბავშვთა თანასწორობის უფლება
  • 69ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

ზოგადი განათლების შესახებ

  • 8ძირითადი გარანტიები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 1არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და მისი მიზანი
  • 15არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 1კანონის მიზანი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 5სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
823781157476975140
მნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ზოგადი განათლების შესა…არასრულწლოვანთა მართლმ…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 მაი. 2000