შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად.

2.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

3.სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვა ბავშვებთან თანასწორად აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზებისას ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ შესაძლებლობის შეზღუდვისა და მათი ასაკის შესაბამისი დახმარებით.

4.სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტი განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებისათვის აუცილებელი, ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შექმნას.

5.სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახში სხვებთან თანასწორად ცხოვრების უფლებას. ამ უფლების შეუფერხებელი რეალიზებისათვის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვის, მიტოვების, უგულებელყოფის ან სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და მის ოჯახს წინასწარ უზრუნველყოფს ამომწურავი ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებითა და დახმარებით.

6.თუ ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის უფრო ფართო ოჯახური წრის ფარგლებში, ხოლო მისი შეუძლებლობის შემთხვევაში − შეუქმნას ბავშვს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემო, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განთავსება უნდა განხორციელდეს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვა ბავშვებთან თანასწორად აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზებისას ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ შესაძლებლობის შეზღუდვისა და მათი ასაკის შესაბამისი დახმარებით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტი განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებისათვის აუცილებელი, ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შექმნას. 5. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახში სხვებთან თანასწორად ცხოვრების უფლებას. ამ უფლების შეუფერხებელი რეალიზებისათვის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვის, მიტოვების, უგულებელყოფის ან სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და მის ოჯახს წინასწარ უზრუნველყოფს ამომწურავი ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებითა და დახმარებით. 6. თუ ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის უფრო ფართო ოჯახური წრის ფარგლებში, ხოლო მისი შეუძლებლობის შემთხვევაში − შეუქმნას ბავშვს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემო, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განთავსება უნდა განხორციელდეს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
432791777462736137
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…კონვენცია ბავშვის უფლე…ადრეული და სკოლამდელი …გენდერული თანასწორობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა