ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

მუხლი 15². საზოგადოებრივი დამცველისა და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევა ღია კონკურსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას საზოგადოებრივი დამცველის დანიშვნის შესახებ.

2.(ამოღებულია - 06.12.2018, №3884).

3.საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეს შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ნიშნავს საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე.

4.საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 32-ე მუხლების მოქმედება.

5.საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასს ადგენს შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე.

6.საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 5 წლის ვადით.

7.საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 15 3 და 15 4 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას, გარდაცვლილად გამოცხადებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4528 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6566 - ვებგვერდი, 09.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3377 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3884 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  2. 15² მუხლით დამცველის უფლებამოსილების ვადა 2 წლიდან 5 წლამდე გაიზარდა, საკონკურსო კომისიაში პარლამენტის წარმომადგენლები დაემატა და თანაშემწეთა დანიშვნა და ხელფასი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარეს დაევალა.

  3. მე-2 პუნქტში საკონკურსო კომისიას ქმნის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კომისიის შემადგენლობა ახლებურად არის გადმოცემული და გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მე-3 პუნქტით საკონკურსო პირობებს და კომისიის დებულებას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის წარდგინებით.

  4. დაემატა ახალი მე-3 პუნქტი საკონკურსო პირობების დადგენის შესახებ, რის გამოც ვადამდე გათავისუფლების ნორმა ახლა მე-5 პუნქტია და მუხლების ჩამონათვალი „და“-თია დაკავშირებული. „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სასჯელის სახის (ტუსაღობა ან თავისუფლების აღკვეთა) მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15⁴15¹15³35283568714329718315²
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული მარეგულირებელ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახალხო და…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა