Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 97

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 97. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2.საქართველოს სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული ბავშვის უფლებათა დაცვისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.

3.საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებებია: ა) ამ კოდექსისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების აღსრულების მონიტორინგი; ბ) ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; დ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პოპულარიზაციის და შესაბამის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა.

4.საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ კოდექსის შესრულებას.

5.საქართველოს სახალხო დამცველი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ.

6.საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური სატელეფონო მომსახურების ცხელი ხაზის მეშვეობით, უწყვეტად − ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში (24/7) იღებს ზარებს ბავშვის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, აღრიცხავს ამ დარღვევებს და აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აწვდის.

7.საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

წინა მუხლი 96შემდეგი მუხლი 98

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 90საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება
  • 89საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება
  • 95საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილება

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 3²—
  • 14²—
  • 26—

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 14საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები ქალის და მამაკაცის თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით

საქართველოს კონსტიტუცია

  • 35საქართველოს სახალხო დამცველი

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 15¹საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 6დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება
  • 8საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 158ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹353²14²26146890899515897
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახალხო და…გენდერული თანასწორობის…საქართველოს კონსტიტუცი…ბავშვის უფლებათა კოდექ…ეროვნული მარეგულირებელ…დისკრიმინაციის ყველა ფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025