1.მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით.
2.წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობები (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის მითითებული ზომების შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობებისა) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3.სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) მადლობის სიგელით დაჯილდოება; გ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; დ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წახალისების ღონისძიებები.
4.დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) ხელფასის არა უმეტეს 30%-ის დაქვითვა 6 თვემდე ვადით; ზ) თანამდებობიდან გათავისულფება.
5.მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) დისციპლინური გადაცდომა და მის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება ამ ბრძანების №1 დანართით.
6.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება შემდეგი წესით: ა) წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ცხადდება ბრძანებით, მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოსამსახურეს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან ან დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენიდან არა უგვიანეს ორი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაში შედის დაუყოვნებლივ; გ) დისციპლინური გადაცდომის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ითვლება მოხსნილად, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოსამსახურეს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ვადაზე ადრე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა ხდება წახალისების სახით, უფლებამოსილი პირის მიერ; ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ე.ა) მოსამსახურის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში (გარდა შვებულებაში/მივლინებაში ყოფნისას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებისა) ყოფნის დროს. ამ პერიოდში ჩერდება ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადის დენა; ე.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა სამი წელი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო/სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.
6¹.ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) შესაძლებელია მოიხსნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7.სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება სადისციპლინო წესდებით და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 მაისის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 16.05.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 01.08.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

