თავდაცვის კოდექსი

მუხლი 132. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესებისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თავიდან აცილება და მისთვის მოტივაციის ამაღლება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ეს კოდექსი განსაზღვრავს: ა) წახალისების სახეებს; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს; გ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვის წესებს.

3.დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს არ ათავისუფლებს იმ მოვალეობის შესრულებისგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

4.წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესებისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თავიდან აცილება და მისთვის მოტივაციის ამაღლება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ეს კოდექსი განსაზღვრავს: ა) წახალისების სახეებს; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს; გ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვის წესებს. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს არ ათავისუფლებს იმ მოვალეობის შესრულებისგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. 4. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²11¹⁹11¹⁸1515³75¹365613413813619132
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა