არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 15. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო წახალისებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესები − საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3.დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) გაფრთხილება ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება; ბ) შრომის ანაზღაურების (ხელფასის) 50 პროცენტამდე დაქვითვა ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 დეკ. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁸16141315³209106 (და…3613213815
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…სამხედრო პოლიციის თანა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ფინანსთა ს…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა