Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებმუხლი 15³

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 15³. წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის ჯილდოდ გადაცემა; დ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა.

2.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურის უფროსმა შეიძლება წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით, წახალისების სახით შეიძლება დამატებით დაწესდეს უწყებრივი ჯილდოები.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახეები სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის შეიძლება აგრეთვე შესაბამისად გამოყენებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

5.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1939 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის ჯილდოდ გადაცემა; დ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურის უფროსმა შეიძლება წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით, წახალისების სახით შეიძლება დამატებით დაწესდეს უწყებრივი ჯილდოები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახეები სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის შეიძლება აგრეთვე შესაბამისად გამოყენებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1939 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 10 მაი. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017
  2. 11 თებ. 2013· გამოქვეყნდა 28 იან. 2013

    მე-5 პუნქტში თანამშრომლის წახალისების წესის შემცველი დისციპლინური წესდების დამტკიცების აქტი პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად მთავრობის დადგენილებაა.

  3. 11 ივლ. 2011

    მე-2 პუნქტში ახლა სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა სამსახურის უფროსის უფლებამოსილებაა; დაემატა მე-3 პუნქტი უწყებრივი ჯილდოების შესახებ და მე-4 პუნქტი სამსახურის გარეშე პირების წახალისების შესახებ, ხოლო წახალისების წესის დისციპლინური წესდებით დადგენა გადავიდა მე-5 პუნქტში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15²შემდეგი მუხლი 15⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №31

  • 3 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2017
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁸მოსამსახურის წახალისება

პენიტენციური კოდექსი

  • 19მოსამსახურის წახალისება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 36წახალისების ფორმები
  • 34სამსახურში დაწესებული წოდებები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³²აღსრულების პოლიციელის წახალისება

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის თანამშრომლის წახალისება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 20სამსახურის თანამშრომლის წახალისების ფორმები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 55მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები

პოლიციის შესახებ

  • 46პოლიციელის წახალისება

თავდაცვის კოდექსი

  • 137წახალისების საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი

პროკურატურის შესახებ

  • 78წახალისების ფორმები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 59მოხელის წახალისება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²11¹⁸2094636345955781371915³
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სააღსრულებო წარმოებათა…შემოსავლების სამსახური…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026