საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 63². მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რკინიგზის სისტემაში მემანქანის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2.მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) მემანქანის სერტიფიკატი.

3.მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

4.მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები (მათ შორის, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63³63⁶63⁵5¹300106¹3094858555963²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…საგზაო მოძრაობის შესახ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა