საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 63⁶. სააგენტოს უფლებამოსილებები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო უფლებამოსილია: ა) გასცეს, დაადასტუროს და აღადგინოს მემანქანის მართვის მოწმობა; ბ) შეაჩეროს და გააუქმოს მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედება, აგრეთვე მიიღოს სარკინიგზო საწარმოსთვის ან ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის მემანქანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება და იგი შესაბამის პირს წარუდგინოს; გ) განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების მონიტორინგი, ჩაატაროს მემანქანის გამოცდა ან/და ტესტირება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში; დ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა და ამ მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებისგან; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სასწავლო ცენტრის მონიტორინგი; ვ) გამოსცეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ზ) შეასრულოს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის დაკისრებული ფუნქციები; თ) მიიღოს შესაბამისი მომსახურების საფასური; ი) დაამტკიცოს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი და აწარმოოს აღნიშნული რეესტრი; კ) დაამტკიცოს მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი.

2.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების მესამე პირისთვის დელეგირება. სააგენტოს მიერ უფლებამოსილების დელეგირება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს.

3.თუ სააგენტო ახორციელებს მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების სარკინიგზო საწარმოსთვის დელეგირებას, მისი დელეგირება უნდა განხორციელდეს შემდეგი 2 წინაპირობიდან ერთ-ერთის დაცვით: ა) სარკინიგზო საწარმო მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს მხოლოდ მასთან დასაქმებული მემანქანისთვის; ბ) სარკინიგზო საწარმო დელეგირებულ უფლებამოსილებას ექსკლუზიურად არ ახორციელებს.

4.მესამე პირმა მისთვის დელეგირებული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მან უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელთა შესრულებაც აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სავალდებულოა სააგენტოსთვის.

5.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ მატარებელში ნებისმიერ დროს შეამოწმოს მემანქანის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობა. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63²6¹60¹8¹¹215358814¹51663⁶
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…საგზაო მოძრაობის შესახ…ელექტრონული კომერციის …ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა