Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 58

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 58. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიმართვის მოწმობის გაცემა და გაცვლამართვის მოწმობის გაცვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³2⁴2⁵2⁶2⁷2⁸2⁹2¹⁰3456788¹910

1.ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.

2.პირისათვის „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით. ამასთანავე: ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად მიიჩნევა ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა; გ) „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: გ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა; დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: დ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.

2¹.ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელ, იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას ენიჭება ქულათა სისტემა.

2².საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება: ა) ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს; ბ) კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს (დამატებით სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მართვის უფლების იმავე კალენდარულ წელს აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრული ქულების რაოდენობის ზრდას ან სხვაგვარ ცვლილებას); გ) ამ კანონის 59-ე მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების აღდგენისას.

2³.მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების დარჩენილი რაოდენობა უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამ კანონის №5 დანართის შესაბამისად შემცირებას.

2⁴.კალენდარული წლის განმავლობაში მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა ან აღდგენა (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გავლენას არ ახდენს აღნიშნული კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობაზე. ამასთანავე, წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში აღდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 2 2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.

2⁵.თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, აღნიშნული ქულების რაოდენობა ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

2⁶.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ გააფრთხილოს მართვის მოწმობის მფლობელი მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის 50-მდე შემცირებისას და შემდგომ 20-მდე შემცირებისას, თუ მას აქვს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

2⁷.უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის წარმოშობის დღიდან; ბ) ამ მუხლის 2 2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2⁸.ამ მუხლის 2 7 პუნქტით განსაზღვრულ მართვის მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესები. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში ამ მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2⁹.ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი.

2¹⁰.მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განახლდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4.მართვის მოწმობის მოქმედების საერთო ვადა უნდა შეესაბამებოდეს მასში ასახული მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალურ ვადას.

5.გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება.

6.მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7.ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

8.ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

8¹.მართვის მოწმობის ფორმას (გარდა ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმისა) ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

9.ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

10.მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება შემცირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 59

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რესიდენტის მართვის უფლება — რეგისტრაცია, გაცვლა და აპელაცია (EN/RU)სერვისის გვერდი
  • უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის გაცვლა და აღიარება საქართველოშისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 54მუხლი 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 55სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები
  • 56სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 300სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
  • 30მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 7სააგენტოს მომსახურების ვადები
  • 6მომსახურების საფასურის განაკვეთები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63²მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • 63⁶სააგენტოს უფლებამოსილებები

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 9მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90¹⁰სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63²63⁶90¹⁰21763003095954555658
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026