კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 20. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქობულეთის აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის მიზნით. ქობულეთის აღკვეთილის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობა.

2.ქობულეთის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3.ქობულეთის აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ქობულეთის აღკვეთილის ფიზიკური დაცვა); თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) ვიზიტორთა გადაადგილება და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება; კ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №480); ლ) არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება.

4.ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები, რომლებიც დგინდება დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5299 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №480 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქობულეთის აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის მიზნით. ქობულეთის აღკვეთილის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობა. 2. ქობულეთის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით. 3. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით   ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ქობულეთის აღკვეთილის ფიზიკური დაცვა); თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) ვიზიტორთა გადაადგილება და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება; კ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №480); ლ) არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება. 4. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები, რომლებიც დგინდება დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით. საქართველოს 2011 წლის  24 ნოემბრის კანონი №5299 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის  25 მარტის კანონი №480 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 13  ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 20 ივლ. 2020-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ქობულეთის აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის მიზნით. ქობულეთის აღკვეთილის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობა. 2. ქობულეთის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით. 3. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით  ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ქობულეთის აღკვეთილის ფიზიკური დაცვა); თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) ვიზიტორთა გადაადგილება და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება; კ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №480); ლ) არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება. 4. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები, რომლებიც დგინდება დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5299 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 80 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    ამოღებულია „კ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა დადგენილი წესით თევზჭერას, ნადირობასა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობას.

  2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს, „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატა „კ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი წესით თევზჭერას, ნადირობასა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
313320925191538671201220
მითითებამნიშვნელობით ახლოსკოლხეთის დაცული ტერიტო…დაცული ტერიტორიების სი…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…იმერეთის მღვიმეების და…კვერეთის აღკვეთილის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა