კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს კვერეთის აღკვეთილის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს კვერეთის აღკვეთილის მართვის, დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, კვერეთის აღკვეთილის საზღვრებში: ა) უზრუნველყოს ზემო იმერეთის მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბ) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მისი მონიტორინგის განხორციელება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4232222122222
მნიშვნელობით ახლოსკვერეთის აღკვეთილის შე…ერუშეთის დაცული ტერიტო…იმერეთის მღვიმეების და…ფშავ-ხევსურეთის დაცული…გურიის ეროვნული პარკის…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა