Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 20

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 20. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 18 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზნებია აგრეთვე: ა) ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა; ბ) ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების, მათი დღევანდელი სახის შენარჩუნება; გ) ნაკრძალში სამეცნიერო კვლევა.

2.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა); ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

4.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზნებია აგრეთვე: ა) ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა; ბ) ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების, მათი დღევანდელი სახის შენარჩუნება; გ) ნაკრძალში სამეცნიერო კვლევა. 2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით. 3. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა); ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით. 4. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 5 აპრ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 დეკ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 თებ. 2025 · №19

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 29ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
  • 34ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
  • 28თუშეთის დაცული ლანდშაფტი

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 19ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
  • 20ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
  • 14კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 4სახელმწიფო ნაკრძალი
  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
  • 5თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29342819201464163520
მნიშვნელობით ახლოსიმერეთის მღვიმეების და…კოლხეთის დაცული ტერიტო…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…დაცული ტერიტორიების სი…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…ერუშეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 თებ. 2025 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026