ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების და კანონიერი ინტერესების ისეთივე სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ, როგორც ამ მხარის საკუთარი მოქალაქეები.

2.ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს მეორე მხარის ტერიტორიაზე მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ ამ მხარის სასამართლოებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე როგორც ამ მხარის საკუთარმა მოქალაქეებმა.

3.ამ ხელშეკრულების დებულებანი გამოიყენება აგრეთვე იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაფუძნებული არიან ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და მის ტერიტორიაზე გააჩნიათ მართვის ორგანო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16483830572216194342941
მითითებამნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…მომხმარებლის უფლებების…ინტეგრალური მიკროსქემი…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა