Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 94

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 94. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალიწინასასამართლო და პროცედურული დაცვასტრატეგიული სასამართლო დავაოჯახში ძალადობაპაციენტის უფლებებისტუდენტის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათ სამართლებრივ და სოციალურ დაცვასა და მათი პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.

2.ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით (თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა); ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით; ა.ე) ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციით; ბ) მიიღოს ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ვ 1 ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია; ზ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე იმყოფებოდეს (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება; ი) ისარგებლოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით.

4.მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით; ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით; გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.

5.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და საკულტო საგნები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

6.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელების წესს განსაზღვრავს მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №878 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათ სამართლებრივ და სოციალურ დაცვასა და მათი პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. 2. ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით (თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა); ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით; ა.ე) ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციით; ბ) მიიღოს ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ვ 1 ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია; ზ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე იმყოფებოდეს (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება; ი) ისარგებლოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. 4. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით; ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით; გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და საკულტო საგნები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელების წესს განსაზღვრავს მინისტრი. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის  კანონი №878  – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

    94-ე მუხლის უფლებათა ჩამონათვალს დაემატა „ვ¹“ ქვეპუნქტი უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 93შემდეგი მუხლი 95

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებისას9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორესპონდენციის კერძოობის დაარღვევა9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 125მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 99ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები
  • 95იურიდიული დახმარება
  • 51ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები

თავდაცვის კოდექსი

  • 173მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 8სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება
  • 38ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი # # # # # # # # # # #

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 68ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის უფლებები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 68მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 4საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 25უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში. უცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 31საპროცესო უფლებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 58ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3183868254581735112599956894
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთო სასამართლოების …საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026