ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 19

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე ცნობენ და აღასრულებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე; ბ) განაჩენებს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში; გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე.

2.სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოტანილია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. ამ მუხლის I პარაგრაფის (ა) პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობანი, რომლებიც ამ გადაწყვეტილების საფუძველია, წარმოიშობა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.

3.პიროვნების პირად სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ცნობა მოხდება იმისდა მიუხედავად, ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე იქნა ისინი მიღებული თუ მას შემდეგ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
291356²⁰363⁴⁹356²¹444570201212519
მითითებამნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…არბიტრაჟის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოსა და ევროჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა