საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363⁴⁹. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველო ცნობს და აღასრულებს კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის მიერ კონვენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

3.სასამართლო კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სუბიექტის ან ცენტრალური ორგანოს შესაბამისი მიმართვის ან/და შუამდგომლობის საფუძველზე.

4.კონვენციის ფარგლებში კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება კონვენციის V თავის (გარდა 23-ე მუხლისა) და VI−VIII თავების შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №163 · ძალაშია 1 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 მაი. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
469123363⁴⁸363⁴⁷356²²44706871472313¹363⁴⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…არბიტრაჟის შესახებსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა