Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 2

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ნოე. 2026
თემები:გადაწყვეტილების აღსრულებაუცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებამეუღლის სარჩელიბავშვთან დაკავშირებული საკითხებიოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულებიარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ; ბ​ 1 ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ; თ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე; ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა; კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; მ 1 ) „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ; ნ) სანოტარო აქტი; ო) გირავნობის მოწმობა; პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; პ 1 ) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 და 37 1 2 მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 −44 11 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; პ 2 ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, განუხორციელებელი/გადაუხდელი საპენსიო შენატანის განხორციელების/გადახდის შესახებ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარიცხული მიუღებელი სარგებლის გადახდის შესახებ; ჟ 1 ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებები ფულადი თანხის გადახდევინებასთან ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ჟ 2 ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლის მიერ მიღებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე; რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და მუნიციპალიტეტის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ს) რესტიტუცი ისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები; ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება; ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება; ქ) ლიზინგის მოწმობა; ღ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ; ყ) სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ყ 1 ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების შესახებ; ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ; ც) „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ძ) გენერალური აუდიტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; წ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული, თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯარიმის დაკისრების შესახებ; ჭ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს ბრძანება საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ 32 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 35 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 35 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194 საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66 საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285 საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4073- სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.503 საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5355 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5641- ვებგვერდი, 12.01.2012წ. ს აქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №466 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. ​ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1467 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1589 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3095 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4632 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2758 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4962 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5610 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №616 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1804 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2276 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3045 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3149 – ვებგვერდი, 03.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3459 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3948 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3953 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №955 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1745 – ვებგვერდი, 26.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1762 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/4 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №132 · ძალაშია 15 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 65

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ნოე. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026
  2. 15 ოქტ. 2026· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026
  3. 1 აგვ. 2026· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026

    მე-2 მუხლს დაემატა „ჭ“ ქვეპუნქტი კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების შესახებ სასამართლოს ბრძანების აღსასრულებლად, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამონაკლისით; „ვ“ ქვეპუნქტის ღონისძიების ბრძანებას ასრულებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და შემოსავლების სამსახური.

  4. 26 ივნ. 2026

    მე-2 მუხლში „ი“ და „რ“ ქვეპუნქტებს შორის დაემატა „ჟ 2“ ქვეპუნქტი, რომელიც აღსრულებად აქტებს ამატებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას მაუწყებლის მიერ მიღებული დაფინანსების ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე.

  5. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  6. 19 სექ. 2025· გამოქვეყნდა 5 სექ. 2025
  7. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  8. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  9. 1 მაი. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  10. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  11. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2023
  12. 28 დეკ. 2023
  13. 20 ნოე. 2023
  14. 12 ოქტ. 2023
  15. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 25 ივლ. 2023
  16. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  17. 16 დეკ. 2022
  18. 13 დეკ. 2022
  19. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 14 ივნ. 2021
  20. 8 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2021
  21. 13 აპრ. 2021
  22. 28 ივლ. 2020
  23. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  24. 26 დეკ. 2019
  25. 19 ნოე. 2019
  26. 13 თებ. 2019

    მე-2 მუხლის შესავალი ნაწილიდან ამოღებულია „ქვემდებარე აქტები“; აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ჩამონათვალი ამ ცვლილებით არ შეცვლილა.

  27. 19 ივლ. 2018

    მე-2 მუხლის აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ჩამონათვალს დაემატა „ღ“ ქვეპუნქტი — ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ.

  28. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017

    მე-2 მუხლის ჩამონათვალს დაემატა „ქ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ლიზინგის მოწმობა აღსრულებას ექვემდებარება.

  29. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    მე-2 მუხლში „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღსრულებას ექვემდებარებული აქტების ჩამონათვალი ფართოვდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებით.

  30. 12 ოქტ. 2016
  31. 29 დეკ. 2015

    მე-2 მუხლის ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა და ქვეპუნქტები ხელახლა დალაგდა, რის გამოც სხვა მუხლებში ქვეპუნქტების ასოები შეიცვალა; უძრავი ქონების შემძენის განცხადება ჩამონათვალში აღარ ჩანს.

  32. 27 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 27 თებ. 2015

    ნორმატიული ტექსტი უცვლელია — განახლდა მხოლოდ ციტირების სქოლიო ან ფორმატირება.

  33. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 17 მარ. 2014

    მე-2 მუხლის აღსრულებადი აქტებიდან ამოღებულია იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს გადაწყვეტილებები უცხოელთა გაძევების შესახებ. შედეგად სასამართლო აქტების ქვეპუნქტები ხელახლა დაინომრა („მ“, „ნ“).

  34. 3 დეკ. 2013

    მე-2 მუხლის პირველ ნაწილში, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ჩამონათვალში, ამოღებულია სიტყვა „დამოუკიდებელი“ და ჯარიმის დამდებ აქტებზე ახლა მითითებულია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები“.

  35. 16 ოქტ. 2013

    მე-2 მუხლში აღსრულებას ექვემდებარება სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ აქტი არა მხოლოდ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ეროვნული ბანკის, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულიც.

  36. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-2 მუხლის ჩამონათვალიდან ამოღებულია გარემოსდაცვითი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენი ჩამონათვალი უცვლელია.

  37. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

    მე-2 მუხლის ჩამონათვალში აღსრულებას ექვემდებარება ახლა „აღსრულების შესახებ ბრძანებაც“; „ე“ ქვეპუნქტში „შესახებ“ შეიცვალა „თაობაზე“-თი.

  38. 17 მაი. 2012

    მე-2 მუხლის აღსასრულებელ აქტებს დაემატა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის აქტი, რომელიც „პ“ ქვეპუნქტიდან (სასამართლო აქტებიდან) ამ ჩამონათვალში გადავიდა; „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებში მხოლოდ ფორმულირება შეიცვალა.

  39. 1 აპრ. 2012· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
  40. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    მე-2 მუხლის სააღსრულებო საბუთების ჩამონათვალს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს ინდივიდუალური აქტის შესახებ.

  41. 16 იან. 2012

    მე-2 მუხლიდან ამოღებულია აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტთა შემოღების ჩამონათვალი და ტერმინის „გადაწყვეტილება“ განმარტება; ქვეპუნქტებში („ო“, „პ“) მხოლოდ ტექსტის ფორმატირებაა შესწორებული.

  42. 8 დეკ. 2011

    მე-2 მუხლის აღსასრულებელ აქტთა ჩამონათვალს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ო“ ქვეპუნქტი — ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე მოსამართლის ბრძანება.

  43. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011
  44. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011
  45. 1 თებ. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    მე-2 მუხლში აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალს დაემატა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტში გამონაკლისად გამოიყო ბავშვის გადაცემასთან და მშობლის ან ოჯახის წევრის ურთიერთობის უფლებასთან დაკავშირებული საქმეები.

  46. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  47. 22 დეკ. 2010

    მე-2 მუხლში ადმინისტრაციული აქტები დაკონკრეტდა ინდივიდუალურ აქტებამდე და აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს დაემატა უძრავი ქონების შემძენის გამოთხოვის განცხადება.

  48. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    ძალაში შევიდა ადრე კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული, მომავალში ამოქმედებადი ტექსტი — ნორმატიული ტექსტი უცვლელია.

  49. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება შესავალ ჩამონათვალში გადავიდა, ხოლო „მ“ ქვეპუნქტი ახლა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება; ასევე შესწორდა „ფინანსთა“ და „ევროპული“.

  50. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 1 დეკ. 2009

    მე-2 მუხლში აღსრულების ქვემდებარე აქტებს დაემატა ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტებსაც.

  51. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2009
  52. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    მე-2 მუხლში ჯარიმის დაკისრების აქტების ჩამონათვალს დაემატა საქართველოს ეროვნული ბანკის აქტები, ხოლო „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მიღებული სასამართლო აქტები. „თ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვა „იმ“.

  53. 1 სექ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    მე-2 მუხლში აღსრულებად აქტებს დაემატა გირავნობის მოწმობა, „ა“ ქვეპუნქტი გაფართოვდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში „კერძო არბიტრაჟის“ ნაცვლად დარჩა „არბიტრაჟის გადაწყვეტილება“.

  54. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით აღსრულებას ექვემდებარებულ სისხლისსამართლებრივ აქტებს ქონებრივი გადახდევინების ნაწილში დაემატა ბრძანება.

  55. 26 იან. 2007· გამოქვეყნდა 12 იან. 2007

    მე-2 მუხლს დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება წესრიგის დამრღვევის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; დაემატა შესაბამისი ცნობარის მითითებაც.

  56. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-2 მუხლის აღსასრულებელ აქტთა ჩამონათვალს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ.

  57. 21 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006

    მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღსრულებადი აქტი დაზუსტდა როგორც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დაემატა ფიზიკური ან/და იურიდიული პირი და სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა ჯარიმასთან ერთად.

  58. 1 ივლ. 2006· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2006

    მე-2 მუხლით აღსრულებას დაექვემდებარა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა გაძევების შესახებ და სასამართლო აქტებში დაემატა ახალი „ლ“ ქვეპუნქტი — სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა გაძევების შესახებ.

  59. 1 მარ. 2006· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    ნორმატიული ტექსტი უცვლელია — განახლდა მხოლოდ ციტირების სქოლიო ან ფორმატირება.

  60. 18 იან. 2006· გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    მე-2 მუხლის პირველ ნაწილში აქტების ტერმინი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეიცვალა, მარეგულირებლების ჯარიმის აქტები კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებით შეიზღუდა და ჩამონათვალს სანოტარო აქტი დაემატა.

  61. 18 იან. 2005

    მე-2 მუხლის პირველ აბზაცში აღსასრულებელ აქტებს დაემატა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ჯარიმის დამკისრებელი ადმინისტრაციული აქტი. „ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „ბრძანება“ გადავიდა სხვა ადგილას, ხოლო „კ“ ქვეპუნქტში კონვენცია სრული სახელწოდებით მოიხსენიება.

  62. 9 ივლ. 2004

    მე-2 მუხლში დაემატა „კ“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღსრულებას ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსთვის.

  63. 19 სექ. 2003· გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით აღსრულებას ექვემდებარება სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

  64. 11 ივნ. 2002· გამოქვეყნდა 28 მაი. 2002

    მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი გადახდის ბრძანებასთან ერთად მოიცავს ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანებას. ტექსტში ასევე დაემატა წყაროს მითითება.

  65. 16 დეკ. 2000

    მე-2 მუხლის პირველი პუნქტის აღსასრულებელი აქტების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა სისხლის სამართლის საქმეზე ჯარიმის დაკისრების განაჩენი, ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგება ჩამონათვალში აღარ ჩანს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 2¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბავშვის რჩენის მოთხოვნები11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალიმენტის გადაუხდელობა / გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (მუხლი 381)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილად აყვანის წესის დარღვევა ან ბავშვის შეცვლა (მუხლი 171-174)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 65 ცვლილება · ბოლო 16 ოქტ. 2026
  • ციტირებულია 14 მუხლი
  • 68 რედაქცია
  • 8 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 29მუხლი 35მუხლი 72საქართველოს ადმინი… 44¹¹საქართველოს სამოქა… 268საქართველოს სამოქა… 309³⁵მეზღვაურთა შრომის … 29თავდაცვის კოდექსი 35

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14¹⁹მუხლი 14⁶მუხლი 14⁷მუხლი 2¹მუხლი 25მუხლი 3მუხლი 38მუხლი 40¹მუხლი 49მუხლი 5მუხლი 54მუხლი 69მუხლი 77¹თავდაცვის კოდექსი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 39აღსრულების ხარჯები
  • 90⁶ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 280განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 70უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 1კანონის გამოყენების სფერო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 268დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები

ამნისტიის შესახებ

  • 14
  • 11

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 44⁸შინაპატიმრობის აღსრულების წესი

ამნისტიის შესახებ

  • 2

ამნისტიის შესახებ

  • 11

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29357214¹⁹14⁶14⁷2¹2533844¹¹268309³⁵29352
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…თავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026