ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 29

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დოკუმენტების გადაცემას შემსრულებელი მხარე ახორციელებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მათ თან ახლავს დამოწმებული თარგმანები მის ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტების გადაცემა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიმღები თანახმაა მიიღოს ისინი.

2.მოთხოვნაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული პირის მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის ხასიათი.

3.იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში პირის მისამართი დაუზუსტებულია, შემსრულებელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს მისამართის დასაზუსტებლად. თუ მისამართის დაზუსტება შეუძლებელია, იგი აცნობებს ამის შესახებ შემკითხველ ორგანოს და უბრუნებს გადასაცემ დოკუმენტს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
286837117666566674433743929
მითითებამნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…ელექტრონული კომერციის …საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა