Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 44

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3455¹678910111213141516

1.საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2.საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

2¹.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირის ან სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის მიერ, წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით ტექნიკური საშუალებები გამოიყენოს.

3.დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

4.პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

5.წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

5¹.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ წერილობითი დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებებით არის დაფიქსირებული, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება.

6.წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ე) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს.

7.წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.

8.დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.

9.საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

10.საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11.დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

12.საგადასახადო ორგანოს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.

13.გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი შეიძლება წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

14.გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

15.გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საგადასახადო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.

16.გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №649 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. კარი III გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა თავი V გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №198 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2018 – 1 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2015 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  2. 1 ივლ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017

    მე-12 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: საგადასახადო ორგანოს უფლება დოკუმენტებთან მუშაობასა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებაზე დარჩა, მაგრამ ამოღებულია ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის წერილობითთან თანაბარი იურიდიული ძალის წესი. დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა გადანაცვლებაა.

  3. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებში ოქმი დაკონკრეტდა როგორც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ადრესატიდან ამოღებულია სიტყვა „დაქირავებულ“.

  4. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    44-ე მუხლის მე-7 ნაწილში განისაზღვრა წერილობითი დოკუმენტის ჩაბარებულად მიჩნევის შემთხვევები, მე-8 ნაწილში ჩაბარების დადასტურების წესი, ხოლო მე-9 ნაწილში ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარების მომენტი; დაემატა საჯაროდ გავრცელებისა და დოკუმენტბრუნვის მე-10–მე-16 ნაწილები.

  5. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  6. 17 მაი. 2012

    44-ე მუხლის ხარჯების ჩამონათვალს დაემატა სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის ხარჯები.

  7. 10 მარ. 2011

    44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეძლევა საჯარო შეტყობინების გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარ ვებგვერდზე გავრცელების უფლება; ახალი მე-9 ნაწილი ბიუროს მიერ ჩაბარებულ ავტომატურ დოკუმენტებს წერილობითის ძალას ანიჭებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 7 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 264

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 205მუხლი 39გადასახადების ადმი… 10 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 64საგადასახადო მოთხოვნა
  • 293საგადასახადო შეთანხმების გაფორმება
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები

კონკურენციის შესახებ

  • 20¹კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 10დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 12 (დანართი 1)ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 22¹სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 29

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20526439642934110 (დ…17² (…17¹ (…12 (დ…582920¹22¹1044
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…კონკურენციის შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026