ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 7

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემსრულებელი დაწესებულება დოკუმენტების გადაცემას ახორციელებს მის სახელმწიფოში მოქმედი წესების შესაბამისად, თუ გადასაცემი დოკუმენტები შემსრულებლის ენაზეა შედგენილი ან დართული აქვს მის ენაზე დამოწმებული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიმღებს მაშინ ჩაჰბარდება, თუკი იგი ნებაყოფილობით დათანხმდება მათ მიღებაზე.

2.დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს მიმღების ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.

3.იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მისამართი არასრული ან არაზუსტი აღმოჩნდა, შემსრულებელი დაწესებულება ღებულობს ზომებს ზუსტი მისამართის დასადგენად. თუ მისამართის დადგენა შეუძლებელი გახდა, მოთხოვნის შემსრულებელი მხარე მოთხოვნის წარმომდგენ დაწესებულებას აცნობებს ამის შესახებ და მოთხოვნას დოკუმენტებთან ერთად უკან უბრუნებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
288335833865676644112927697
მითითებამნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომერციის …სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა