ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 35

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადაცემა არ მოხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ შემსრულებელი მხარის მოქალაქეა; ბ) მოთხოვნა გადაცემის თაობაზე მიუღებელია შემსრულებელი მხარისათვის მისი კანონმდებლობის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა კანონიერი საფუძვლის გამო; გ) პირის მიმართ, რომლის გადაცემის შესახებაც თხოვნაა გაგზავნილი, იმავე დანაშაულისათვის არსებობს შემსრულებელი მხარის მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; დ) დანაშაული ჩადენილია შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე.

2.იმ შემთხვევაში, თუ გადაცემა არ ხდება იმის გამო, რომ პირი შემსრულებელი მხარის მოქალაქეა, ამ უკანასკნელმა შემკითხველი მხარის დავალებით ამ პირის მიმართ უნდა აღძრას სისხლისსამართლებრივი დევნა. შემკითხველი მხარე წარუდგენს შემსრულებელ მხარეს დანაშაულთან დაკავშირებულ პირად საქმეს, ცნობებს და სხვა ინფორმაციას. შემკითხველი მხარე ინფორმირებული უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282611348711⁵8367664334435
მნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა