ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 36

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოთხოვნას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ უნდა ერთოდეს პირის პატიმრობაში აყვანის შესახებ დადგენილების დამოწმებული ასლი, დანაშაული ს შემადგენლობის აღწერა და კანონის ტექსტი, რომელიც განსაზღვრავს სასჯელს აღნიშნული დანაშაულისათვის, ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა აღინიშნოს მისი მოცულობის შესახებ.

2.განაჩენის სისრულეში მოსაყვანად პირის გადაცემის მოთხოვნას უნდა დაერთოს განაჩენის დამოწმებული ასლი და კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირია მსჯავრდებული. თუ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის ნაწილი, საჭიროა ამის შესახებ ეცნობოს შემსრულებელ მხარეს.

3.მოთხოვნა გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის გვარს, სახელს, მონაცემებს მისი მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის, პირადი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ფოტოსურათსა და თითების ანაბეჭდებს.

4.მოთხოვნის წარმომდგენი მხარე ვალდებული არ არის დაურთოს მოთხოვნას მტკიცებულებანი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2122269832802737139445964264136
მითითებამნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი“საქართველოს შინაგან ს…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა