სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 11. თხოვნის განხილვა და შესრულება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილი ორგანო იხილავს მიღებულ თხოვნას და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო ორგანოა უფლებამოსილი თხოვნის შესრულებისთვის, ამასთან, ადგენს დასაშვებ მოქმედებებს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

2.თუ თხოვნის დაუყოვნებლივ შესრულება ხელს შეუშლის საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას იმ საქმის გამო, რომელსაც თხოვნა არ ეხება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სტატუტის 94-ე მუხლით განსაზღვრული წესით, თხოვნის აღსრულება გადადოს იმ ვადით, რა ვადაზეც იგი საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმდება. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიების დასრულებისთვის დადგენილ ვადას.

3.თხოვნის განხილვის დამთავრების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს თანამშრომლობის განხორციელებისა და თანამშრომლობის მოცულობის შესახებ.

4.უფლებამოსილი ორგანო ან/და თხოვნის აღმსრულებელი ორგანო თხოვნის მიღების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობით ატყობინებს ამ კანონით გასაჩივრებისთვის უფლებამოსილ პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოში ან საქმიანობს საქართველოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
944459216290283¹714730627611
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა