Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებმუხლი 5

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

მუხლი 5. სახელმწიფო ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010
თემები:უძრავი ქონების აუქციონი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. სახელმწიფო ორგანოს მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81 თავი II ქონების სარგებლობაში გადაცემა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. სახელმწიფო ორგანოს მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81 თავი II ქონების სარგებლობაში გადაცემა მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი 1. სახელმწიფო ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოსათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 2. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს სხვა სახელმწიფო ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც ირიცხება ამ სახელმწიფო ორგანოს ბალანსზე. 3. სახელმწიფო ორგანო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეს ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს გადაცემული. მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადის (თუ არ ხდება ქონების უვადოდ გადაცემა), აგრეთვე გადაცემის სხვა პირობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე. 5. სახელმწიფო ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მოხდა უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა. 6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით. 7. თუ ქონების მესაკუთრე ვერ დგინდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით. 8. ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-6 პუნქტების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. 9. საქართველოს მთავრობის თანხმობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 მარ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2010 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 მარ. 2010
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 6სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 3ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 7ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 34სახელმწიფო ორგანოსთვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონებისა და შესრულებული სამუშაოს გადაცემა
  • 33სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 35სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 7ქონება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 19ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 21ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 17აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების
  • 16ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 18ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
734333517161863719215
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…სახელმწიფო საკუთრებაში…საჯარო სამართლის იურიდ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 ივლ. 2010 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026