Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებმუხლი 6

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სახელმწიფო ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოსათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2.ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს სხვა სახელმწიფო ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც ირიცხება ამ სახელმწიფო ორგანოს ბალანსზე.

3.სახელმწიფო ორგანო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეს ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს გადაცემული. მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადის (თუ არ ხდება ქონების უვადოდ გადაცემა), აგრეთვე გადაცემის სხვა პირობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე.

5.სახელმწიფო ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მოხდა უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა.

6.თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.

7.თუ ქონების მესაკუთრე ვერ დგინდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.

8.ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-6 პუნქტების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

9.საქართველოს მთავრობის თანხმობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 მარ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2010 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 მარ. 2010

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 5სახელმწიფო ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემა
  • 7ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 18ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 19ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 21ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 22ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 19ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 35სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 33სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 36ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 113სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 6სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63533361819571132122196
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…სახელმწიფო საკუთრებაში…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 ივლ. 2010 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026