უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა მფლობელის ფოტოსურათთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) დაბადების ადგილი; დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი; ე) პირადი ხელმოწერა; ვ) მოქალაქეობა; ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ი) მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა; კ) მოწმობის ნომერი; ლ) ბეჭედი.

3.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმას, მისი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე ასაკის პირზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე ასაკის პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირზე – უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში პირი სააგენტოს მიმართავს ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

5.სახელის, გვარის ან მოქალაქეობის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მფლობელი ვალდებულია ამის შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში პირზე გაიცემა ახალი მოწმობა.

6.პირი უფლებამოსილია შეცვალოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) გამოყენების ა თვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

7.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა ძალას კარგავს. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2638 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 6 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2012 – 6 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  3. … – 19 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1411151456420602210¹ (…68
მნიშვნელობით ახლოსუცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს მოქალაქის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა