საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 14

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე.

2.საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.

3.პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი.

3¹.ამოღებულია - 29.05.2014, №2480).

4.საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა), რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები. 4​ 1 . ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შეიძლება შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, აგრეთვე ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს.

5.ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა.

6.ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 6 1 .პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

7.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) სქესს; დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე ელექტრონული ფორმით დატანილი (ჩაწერილი) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისთვის; ო) მოწმობაზე წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); პ) QR კოდს, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია; ჟ) მოწმობის მფლობელის თითის ანაბეჭდებს.

8.(ამოღებულია - 29.05.2014, №2480).

8¹.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის გარეშე, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია.

9.ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პირის შესახებ სხვა ინფორმაციის ასახვა ან ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი (ჩაწერილი) QR კოდით მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით/თანხმობით. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დამატებითი მონაცემები (ინფორმაცია)/რეკვიზიტები და მათი დატანის (ჩაწერის)/ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

10.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

10¹.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განცხადება მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე. ასეთი განცხადების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელიც სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული.

11.დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა ელექტრონული მატარებლის შემცველობით (დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა). ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე. ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით.

12.დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს პირის თითის ანაბეჭდებს. თითის ანაბეჭდების შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2051 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №648 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/12/1404 ­– ვებგვერდი, 03.01.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება  №1/1/1404 – ვებგვერდი, 08.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025
  2. მე-4¹ პუნქტში ტერმინოლოგია შეიცვალა: ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და დახურული გასაღების ნაცვლად მითითებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემები. მე-7 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი დასახელებულია როგორც კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატი.

  3. · გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  4. · გამოქვეყნდა 17 მარ. 2014
  5. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011
  6. მე-7 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი (ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი) ამოღებულია. დაემატა მე-10 პუნქტი ელექტრონული მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრისა და ობიექტურ მიზეზთა გამო ჩვეულებრივი მოწმობის გაცემის შესახებ.

  7. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    დაემატა 3¹ პუნქტი, რომლის მიხედვით საზღვარგარეთ გაცემული პირადობის მოწმობა შეიძლება არ შეიცავდეს მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის რეკვიზიტს.

  8. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  9. · გამოქვეყნდა 11 ოქტ. 2010

    მე-14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში ფოტოსურათზე გერბიანი ბეჭდის დამსმელ ორგანოებს დაემატა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

  10. 14-ე მუხლს დაემატა მე-4–მე-9 პუნქტები პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შესახებ: მატარებელი, მონაცემთა ჩამონათვალი და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა.

  11. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში 20 წლამდე პირებზე მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე — 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით — უვადოდ.

  12. · გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში „ნ“ ქვეპუნქტის (მისამართი) შემდეგ დაემატა „ო“ ქვეპუნქტი — რეგისტრაციის თარიღი.

  13. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2004

    პირადობის მოწმობის „ვ“ ქვეპუნქტში ბეჭედი და „ი“ ქვეპუნქტში ხელმოწერის რეკვიზიტი შინაგან საქმეთა განყოფილებიდან გადავიდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოზე; „ი“ ქვეპუნქტში დაზუსტდა ტერმინი „დიპლომატიური წარმომადგენლობა“.

  14. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2002

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტებს დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი — მისამართი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹153135820221221¹2614 (დ…614
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქის …უცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა