Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებმუხლი 6

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2018
თემები:დოკუმენტების შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹910111213

1.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს.

2.განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით.

3.განცხადების ფორმა ივსება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე (ენებზე).

4.თუ სააგენტო დაადგენს, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არასრულია, მას განესაზღვრება გონივრული ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება განუხილველად დატოვოს.

5.სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.

6.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

7.შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, სააგენტოს დასკვნები წარუდგინონ საქმის მასალების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

8.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქმის მასალების მიღებიდან 2 თვის ვადაში სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება, რომ არ არსებობს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

8¹.შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე -5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი და სააგენტო განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

9.თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები , სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობას .

10.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავ ებ ზე. მათზე ა რ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობ ის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებ ის დადასტურების ვალდებულება.

11.სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში.

12.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

13.სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენისას პირი უფლებამოსილია მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3963 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

რედაქციების შედარება

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს. 2. განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით. 3. განცხადების ფორმა ივსება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე (ენებზე). 4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არასრულია, მას განესაზღვრება გონივრული ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება განუხილველად დატოვოს. 5. სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4მე -4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთანმოთხოვნასთან შესაბამისობას.შესაბამისობას . ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაშიგანმავლობაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/დაან / და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიურიქართულ - კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის,დასკვნისათვის , ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციისსახელმწიფო ფარგლებში,ან სახელმწიფო/ ან/დადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.დასკვნისათვის . 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით. 7. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო,ორგანო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, სააგენტოს დასკვნები წარუდგინონ საქმის მასალების მიღებიდან 260 თვისდღის ვადაში. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისსამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5მე -5 პუნქტში აღნიშნული საქმის მასალების მიღებიდან 260 თვისდღის ვადაში სააგენტოსთვისსააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება,ითვლება , რომ არსახელმწიფო არსებობსან სახელმწიფო/ ან/დადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობს პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.საფუძველი . 8 1 . შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე -5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი და სააგენტო განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 9. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები , სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობას . 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავ ებ ზე. მათზე ა რ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობ ის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებ ის დადასტურების ვალდებულება. 11. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში. 12. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 13. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენისას პირი უფლებამოსილია მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3963 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  2. 25 ივნ. 2012
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აპოსტილის მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-06-27 · №9

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2015-07-15
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4მუხლი 5მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 5უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები
  • 4უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები
  • 9უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 22მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი
  • 51¹უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება
  • 17საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 45უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 4განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 57დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4454592251¹172441¹25576
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოეთში მცხოვრები თან…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2018