უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 22. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს.

2.სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დასადგენად განმცხადებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე.

3.სააგენტო უფლებამოსილია საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.

4.საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება.

5.პირზე, რომელმაც წარადგინა განცხადება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით, სააგენტო გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იწვევს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.

6.სააგენტოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7.საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19161796236020281232²12 (დ…22
მნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…უცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა