საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 26. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი.

2.სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო.

3.სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით); ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები; დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ; ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

5.ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო. 3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით); ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები; დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ; ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. 5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 21 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 2 ივნ. 2005

    26-ე მუხლის მე-4 პუნქტში რეესტრში მონაცემების შეტანის ვადა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღიდან არა უგვიანეს 2 კვირამდე შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48192779362352¹⁶2411301213¹1326
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…საჯარო სამსახურის შესა…ჯანმრთელობის დაცვის შე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ლიცენზიებისა და ნებართ…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა