ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 12. აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური.

2.რეესტრის წარმოების მიზნით სამსახური იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. რეესტრი საჯაროა.

3.ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხას და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს სამსახური.

4.სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს სამსახურის მიერ შექმნილი ან/და სამსახურში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

5.დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

6.აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია პირის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრით.

7.რეესტრში აუდიტორის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი ან რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული; გ) ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით; დ) ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის აუდიტორი; ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; ვ)  ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით.

8.რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა; გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; დ) არსებობის შემთხვევაში, იმ სდპ-ის დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც ის უწევდა ან/და უწევს აუდიტორულ მომსახურებას; ე) პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა; ვ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით; ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან.

10.სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია საჯარო არ გახადოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირის ინტერესებს. სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის შეფასებასა და ანალიზს და იღებს გადაწყვეტილებას მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ.

12.რეესტრიდან ამონაწერი ქართულ ენაზე მზადდება. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №640 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური. 2. რეესტრის წარმოების მიზნით სამსახური იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. რეესტრი საჯაროა. 3. ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხას და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს სამსახური. 4. სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს სამსახურის მიერ შექმნილი ან/და სამსახურში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 5. დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით. 6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია პირის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრით. 7. რეესტრში აუდიტორის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი ან რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული; გ) ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით; დ) ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის აუდიტორი; ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; ვ)  ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით. 8. რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა; გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; დ) არსებობის შემთხვევაში, იმ სდპ-ის დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც ის უწევდა ან/და უწევს აუდიტორულ მომსახურებას; ე) პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა; ვ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით; ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან. 10. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია საჯარო არ გახადოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირის ინტერესებს. სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის შეფასებასა და ანალიზს და იღებს გადაწყვეტილებას მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ. 12. რეესტრიდან ამონაწერი ქართულ ენაზე მზადდება. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №640 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26673669861313¹13²135612
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…საექიმო საქმიანობის შე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა