ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 13¹. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, განგრძობითი განათლება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მათ სტრუქტურასა და ფორმას, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხას, მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესსა და მართვის დელეგირების წესს განსაზღვრავს სამსახური.

2.პროფესიული  მომსახურების გამწევი ბუღალტრისა და საბუღალტრო ფირმისთვის განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.

3.ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების ფარგლებში იწყებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ვალდებულია საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში.

4.საბუღალტრო ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია საბუღალტრო ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური საბუღალტრო ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.

5.პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი.

6.სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერს/საბუღალტრო ფირმას სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის/საბუღალტრო ფირმის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2017 – 1 ივლ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2614¹¹41157151113²1214956813¹
მნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…მეწარმეთა შესახებსაექიმო საქმიანობის შე…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა