სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში: ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ნაშვილების დაბადების ხელახალ რეგისტრაციას. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში: ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ნაშვილების დაბადების ხელახალ რეგისტრაციას. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 24 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35119¹35012441242125443464069616744
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა