Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 69

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 69. შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.შვილად აყვანა გაუქმებულია შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

2.შვილად აყვანა ბათილია შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

3.სასამართლო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

4.შვილად აყვანის გაუქმებისას/ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს ( მშვილებლებს), აგრეთვე მათ ნათესავებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები წყდება. შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგად შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს) შორის სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენის საკითხს სასამართლო წყვეტს.

5.თუ შვილად აყვანა მშვილებლისთვის ( მშვილებლებისთვის) დაკისრებული მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის გამო გაუქმდა, ბავშვს მშვილებლისგან ( მშვილებლებისგან) ალიმენტის მიღების უფლება უნარჩუნდება.

6.შვილად აყვანის გაუქმებისას/ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ნაშვილებისათვის ამ კანონის 62- ე მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემის ( მონაცემების) ( სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი) ბათილად ცნობის ან/ და შენარჩუნების/ აღდგენის საკითხი. სასამართლომ ასევე უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილი დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერის ძალაში დატოვების ან ბათილად ცნობის საკითხი, ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ის მონაცემები, რომლებიც უნდა ჩაითვალოს ნამდვილად შვილად აყვანის გაუქმებისას/ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას.

7.თუ ბავშვი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს. 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.

8.შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემდეგ ბავშვის შემდგომი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. თ ავი VII მინდობით აღზრდა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანა გაუქმებულია შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 2. შვილად აყვანა ბათილია შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. 3. სასამართლო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 4. შვილად აყვანის გაუქმებისას/ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს ( მშვილებლებს), აგრეთვე მათ ნათესავებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები წყდება. შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგად შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს) შორის სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენის საკითხს სასამართლო წყვეტს. 5. თუ შვილად აყვანა მშვილებლისთვის ( მშვილებლებისთვის) დაკისრებული მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის გამო გაუქმდა, ბავშვს მშვილებლისგან ( მშვილებლებისგან) ალიმენტის მიღების უფლება უნარჩუნდება. 6. შვილად აყვანის გაუქმებისას/ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ნაშვილებისათვის ამ კანონის 62- ე მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემის ( მონაცემების) ( სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი) ბათილად ცნობის ან/ და შენარჩუნების/ აღდგენის საკითხი. სასამართლომ ასევე უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილი დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერის ძალაში დატოვების ან ბათილად ცნობის საკითხი, ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ის მონაცემები, რომლებიც უნდა ჩაითვალოს ნამდვილად შვილად აყვანის გაუქმებისას/ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას. 7. თუ ბავშვი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს. 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. 8. შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემდეგ ბავშვის შემდგომი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. თ ავი VII მინდობით აღზრდა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №9

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 62

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 68შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე პირი
  • 66შვილად აყვანის გაუქმება
  • 67შვილად აყვანის ბათილად ცნობა

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 44სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ
  • 46შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
  • 43შვილად აყვანის რეგისტრაცია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351სასამართლოს გადაწყვეტილება
  • 350განცხადების შინაარსი
  • 356სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1254შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი
  • 1261შვილად აყვანის შედეგები
  • 1242გადაწყვეტილების მიღება შვილად აყვანის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3513503561254126112424446436268666769
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026