სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 46. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერიც.

2.შვილად აყვანის ბათილად ცნობა/შვილად აყვანის გაუქმება იწვევს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შეტანილი ცვლილების (ცვლილებების) ბათილობას და იმ მონაცემების აღდგენას, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ნაშვილებისათვის მონაცემების  შენარჩუნების/აღდგენის საკითხი, მას უნარჩუნდება არსებული მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა.

3.თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შემთხვევაში ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ძალაში რჩება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი, ნამდვილად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი და არ განისაზღვრა, დაბადების სამოქალაქო აქტის რომელი ჩანაწერი უნდა იქნეს მიჩნეული ნამდვილად, ნამდვილად მიიჩნევა აღნიშნული აქტის ის ჩანაწერი, რომელში მითითებული მონაცემებიც სასამართლომ აღადგინა.

4.შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში ნაშვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუნარჩუნდება შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერიც. 2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა/შვილად აყვანის გაუქმება იწვევს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შეტანილი ცვლილების (ცვლილებების) ბათილობას და იმ მონაცემების აღდგენას, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ნაშვილებისათვის მონაცემების  შენარჩუნების/აღდგენის საკითხი, მას უნარჩუნდება არსებული მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა. 3. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შემთხვევაში ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ძალაში რჩება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი, ნამდვილად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი და არ განისაზღვრა, დაბადების სამოქალაქო აქტის რომელი ჩანაწერი უნდა იქნეს მიჩნეული ნამდვილად, ნამდვილად მიიჩნევა აღნიშნული აქტის ის ჩანაწერი, რომელში მითითებული მონაცემებიც სასამართლომ აღადგინა. 4. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში ნაშვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუნარჩუნდება შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 24 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
422¹3511244114612546844437869676846
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა