Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 61

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 61. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:შვილად აყვანა და სუროგაციაოჯახის გაერთიანებაოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920

1.შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო.

2.მშვილებლებს ( მშვილებელს) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ ( შეაქვს) სასამართლოში თავიანთი ( თავისი) ან გასაშვილებელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.შვილად აყვანის საქმე განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი თ დადგენილი წესით.

4.უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოსა და წარმოშობის სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, იღებს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება წარმოშობის სახელმწიფოში არ არის მიღებული.

5.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში უნდა იქნეს მიღებული, ამ პირებს ( პირს) განცხადება შეაქვთ ( შეაქვს) სასამართლოში თავიანთი ( თავისი) ადგილსამყოფლის მიხედვით.

6.საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს ( პირს) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ ( შეაქვს) სასამართლოში გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.

7.სასამართლო იღებს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს შორის წარმოიშობა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის.

8.10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვს უფლება აქვს, თავისი თანხმობის საფუძველზე დაესწროს სასამართლო სხდომას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების საკითხს წყვეტს სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.

9.სასამართლოს უფლება აქვს, შვილად აყვანის საქმის მონაწილეებს დაატოვებინოს სასამართლო სხდომის დარბაზი შვილად აყვანაზე ბავშვის მიერ თანხმობის განცხადებისას ან ბავშვის მოსაზრებებისა და სურვილების მოსმენისას.

10.შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ საკითხს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით წყვეტს.

11.აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლების სასამართლო სხდომაზე დასწრების გარეშე. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება ჩატარდეს ერთ- ერთი მშვილებლის მონაწილეობით.

12.შვილად აყვანისას გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი იცავს.

13.ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე აკრძალულია ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში განთავსება ან ამ სახელმწიფოში გამგზავრება.

14.შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს ( მშვილებლებს) უფლება აქვს ( აქვთ), ისარგებლოს ( ისარგებლონ) ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ისარგებლოს კომპეტენტური ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით.

15.სასამართლო ვალდებულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით და სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცენტრალურ ორგანოს.

16.შვილად აყვანის ( გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს შვილად აყვანის ( გაშვილების) საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა, მშობელს ( მშობლებს) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხმობის არსებობისას, მშვილებელს ( მშვილებლებს) და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით შეუძლია ( შეუძლიათ) უარი თქვას ( თქვან) შვილად აყვანაზე ( გაშვილებაზე).

17.თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა სააგენტოში შეიტანეს განაცხადი გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააგენტო ატყობინებს სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე და მას განაცხადს უგზავნის.

18.თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა სააგენტოში შეიტანეს განაცხადი გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, სააგენტო ატყობინებს ბიოლოგიურ მშობლებს აღნიშნულის თაობაზე, მათთვის მშვილებლის ( მშვილებლების) ვინაობის გამხელის გარეშე.

19.სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უფლება აქვს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს საკუთარი დასკვნა და მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება.

20.თუ სასამართლომ არ მიიღო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბავშვს სხვა მშვილებელს ( მშვილებლებს) შესთავაზებენ. შვილად აყვანაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის მიზეზის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს მშვილებლის ( მშვილებლების) რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5017 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5917 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო. 2. მშვილებლებს ( მშვილებელს) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ ( შეაქვს) სასამართლოში თავიანთი ( თავისი) ან გასაშვილებელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 3. შვილად აყვანის საქმე განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი თ დადგენილი წესით. 4. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოსა და წარმოშობის სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, იღებს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება წარმოშობის სახელმწიფოში არ არის მიღებული. 5. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში უნდა იქნეს მიღებული, ამ პირებს ( პირს) განცხადება შეაქვთ ( შეაქვს) სასამართლოში თავიანთი ( თავისი) ადგილსამყოფლის მიხედვით. 6. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს ( პირს) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ ( შეაქვს) სასამართლოში გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. 7. სასამართლო იღებს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს შორის წარმოიშობა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის. 8. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვს უფლება აქვს, თავისი თანხმობის საფუძველზე დაესწროს სასამართლო სხდომას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების საკითხს წყვეტს სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. 9. სასამართლოს უფლება აქვს, შვილად აყვანის საქმის მონაწილეებს დაატოვებინოს სასამართლო სხდომის დარბაზი შვილად აყვანაზე ბავშვის მიერ თანხმობის განცხადებისას ან ბავშვის მოსაზრებებისა და სურვილების მოსმენისას. 10. შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ საკითხს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით წყვეტს. 11. აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლების სასამართლო სხდომაზე დასწრების გარეშე. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება ჩატარდეს ერთ- ერთი მშვილებლის მონაწილეობით. 12. შვილად აყვანისას გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი იცავს. 13. ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე აკრძალულია ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში განთავსება ან ამ სახელმწიფოში გამგზავრება. 14. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს ( მშვილებლებს) უფლება აქვს ( აქვთ), ისარგებლოს ( ისარგებლონ) ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ისარგებლოს კომპეტენტური ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით. 15. სასამართლო ვალდებულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით და სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცენტრალურ ორგანოს. 16. შვილად აყვანის ( გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს შვილად აყვანის ( გაშვილების) საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა, მშობელს ( მშობლებს) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხმობის არსებობისას, მშვილებელს ( მშვილებლებს) და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით შეუძლია ( შეუძლიათ) უარი თქვას ( თქვან) შვილად აყვანაზე ( გაშვილებაზე). 17. თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა სააგენტოში შეიტანეს განაცხადი გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააგენტო ატყობინებს სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე და მას განაცხადს უგზავნის. 18. თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა სააგენტოში შეიტანეს განაცხადი გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, სააგენტო ატყობინებს ბიოლოგიურ მშობლებს აღნიშნულის თაობაზე, მათთვის მშვილებლის ( მშვილებლების) ვინაობის გამხელის გარეშე. 19. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უფლება აქვს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს საკუთარი დასკვნა და მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება. 20. თუ სასამართლომ არ მიიღო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბავშვს სხვა მშვილებელს ( მშვილებლებს) შესთავაზებენ. შვილად აყვანაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის მიზეზის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს მშვილებლის ( მშვილებლების) რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5017 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5917 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 62

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შვილად აყვანა უცხოეთში11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა შვილად აყვანა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილად აყვანის წესის დარღვევა (მუხლი 172) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილად აყვანის წესის დარღვევა ან ბავშვის შეცვლა (მუხლი 171-174)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 სექ. 2019
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 55

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 43შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საქართველოში გამგზავრების შემდეგ
  • 55სასამართლო გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ
  • 8შვილად აყვანა პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1242გადაწყვეტილების მიღება შვილად აყვანის შესახებ
  • 1244შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია
  • 1254შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 14შვილად აყვანა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 19¹შვილად აყვანის საქმის განსჯადობა
  • 350განცხადების შინაარსი
  • 349განცხადება შვილად აყვანის შესახებ

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 44სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ
  • 45შვილად აყვანის რეგისტრაცია სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹35034912421244125414444555943861
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026