სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 6¹. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესის მითითება

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან/და დამატების შეტანით მასში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ეს აკრძალვები არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირის მიმართ შედგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომლის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ამ მუხლის ამოქმედებამდე ცვლილების შეტანით მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. აღნიშნული აკრძალვები ასევე არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირის მიმართ შედგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომლის მიმართ ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2018 – 1 დეკ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 6 ივლ. 2018 – 1 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2013 – 6 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

  4. 19 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

  5. 28 დეკ. 2011 – 19 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024

    დაემატა 6¹ მუხლი, რომლის პირველი პუნქტი კრძალავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითებას (გარდამავალი გამონაკლისებით), ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ბიოლოგიურ სქესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2414¹1²678954¹4¹1362746¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს მოქალაქეთა…სამოქალაქო აქტების შეს…ჯანმრთელობის დაცვის შე…სახელმწიფო სერვისების …შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა