შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 62. სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მშვილებლის ( მშვილებლების) მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი ( დაბადების თვის ფარგლებში).

2.ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი ( მშვილებლები) მიეთითება ( მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად ( მშობლებად).

3.10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.10 წლამდე ასაკის ბავშვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების შეცვლისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემი იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მშვილებლის ( მშვილებლების) მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი ( დაბადების თვის ფარგლებში). 2. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი ( მშვილებლები) მიეთითება ( მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად ( მშობლებად). 3. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. 10 წლამდე ასაკის ბავშვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების შეცვლისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემი იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1196124412559 (და…718784277696124962
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა