Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 72

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 72. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ; ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპული პირის გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3.მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4.თუ მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.

5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს პირის გარდაცვალების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2617 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4093 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ; ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპული პირის გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. თუ მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს. 5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს პირის გარდაცვალების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2617 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4093 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  2. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  3. 29 ივლ. 2017
  4. 4 ივნ. 2016
  5. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  6. 23 სექ. 2013

    72-ე მუხლის მე-2 პუნქტში გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძვლად დასახელებული სამართლებრივი აქტი ახლა საქართველოს იუსტიციის მინისტრის აქტია და არა საქართველოს პრეზიდენტის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 6 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 71განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე
  • 70გარდაცვალების რეგისტრაციის პირობები
  • 73გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 22პირის გამოცხადება გარდაცვლილად

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 10
  • 16

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 152

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 24პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 185¹პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 320სასამართლო გადაწყვეტილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 8გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დაცვა

ამნისტიის შესახებ

  • 5

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
185¹32015210162223717073582472
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026