Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 71

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 71. განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა აღნიშნულმა პირმა; გ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; დ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) – სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის გარდაცვალების ფაქტი უცნობია; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

2.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ.

3.სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ.

4.პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2617 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4093 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა აღნიშნულმა პირმა; გ) მუნიციპალიტეტის მერისგამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის გარდაცვალების ფაქტი უცნობია; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ. 3. სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ. 4. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი № 5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  2. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  3. 29 ივლ. 2017
  4. 4 ივნ. 2016
  5. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 72

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-09-17 · №26

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2018-12-28
6
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 75სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ
  • 72გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • 73გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 22პირის გამოცხადება გარდაცვლილად

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 185¹პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 10—
  • 4—
  • 9—

თავდაცვის კოდექსი

  • 98სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 13²ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 24პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
185¹1049221675727313²982471
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს მოქალაქეთა…თავდაცვის კოდექსიბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024