ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 24. პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირი გარდაცვლილად მიიჩნევა სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სრული და შეუქცევი შეწყვეტის (გულის შეუქცევი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა) ან თავის ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევი შეწყვეტის (თავის ტვინის სიკვდილი) დადგენის შემთხვევაში, რასაც დაადასტურებენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი ექიმები ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებისა და ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავის ტვინის სიკვდილის დადგენის კრიტერიუმების შესაბამისად.

2.პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენაში მონაწილე ექიმი არ უნდა მონაწილეობდეს ორგანოს მოპოვებაში ან გადანერგვაში ან რეციპიენტის მოვლაში.

3.პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენის შემდეგ უნდა შეწყდეს ყველანაირი მკურნალობა და რეანიმაციული ღონისძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განხორციელდება ორგანოს დონაცია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გარდაცვალების ფაქტის (მათ შორის, გულის შეუქცევი გაჩერებისა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის) დადგენის პროტოკოლი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
185¹1191522223727173213546252324
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა